კადეტთა ვიზიტი მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე 04/05/2022 5:13 PM

მესამე სასწავლო კურსის კადეტები გაცნობითი ხასიათის ვიზიტით იმყოფებოდნენ მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე.
 
მეორე ქვეითი ბრიგადის ხელმძღვანელობამ და სამხედრო მოსამსახურეებმა საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამა შესთავაზეს ვიზიტორებს.
 
კადეტებს თავდაპირველად მეორე ქვეითი ბრიგადის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი ირაკლი ჭითანავა შეხვდა და ბრიგადაში არსებული გარემო გააცნო. მათ ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა პრეზენტაციის ფორმატში წარუდგინეს ბრიგადის ჩამოყალიბების ისტორია, მისია და საქმიანობის სფერო. შეხვედრის მეორე ნაწილში კადეტებს ესაუბრნენ ლიცეუმის კურსდამთავრებულები, ახლა უკვე მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები. კურსდამთავრებულებმა ხაზი გაუსვეს თავდაცვის სამინისტროს როლს თავიანთ კარიერულ განვითარებაში.
 
დღის მეორე ნახევარში მეორე ქვეითი ბრიგადის დაზვერვის ასეულმა საჩვენებელი სწავლება ჩაატარა, ასევე გაიმართა საჩვენებელი სროლებიც.
 
ვიზიტის ფარგლებში კადეტებმა მეორე ქვეითი ბრიგადის შეიარაღება, ჯავშან-ტექნიკა, სატრანსპორტო საშუალებები და ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
 
მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე ვიზიტი ლიცეუმის მესამე სასწავლო კურსის უფროსის მაიორ გენადი ჯიბლაძის ორგანიზებით განხორციელდა.
 
ფოტო გალერეა