კადეტთა ვიზიტი ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 11/25/2021 3:06 PM

დღეს მესამე სასწავლო კურსის კადეტები ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იმყოფებოდნენ.

კადეტებს აკადემიის შესახებ ინფორმაცია იუნკერებმა მიაწოდეს. მათ პრეზენტაციის ფორმატში წარადგინეს აკადემიაში არსებული პირობები, საბაკალავრო და გაცვლითი პროგრამები, სტიპენდიისა და დაფინანსების მიღების წესი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და კადეტებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო საკითხვებზე.

კადეტთა ვიზიტი აკადემიაში ინფრასტრუქტურის დათვალიერებით დასრულდა.

აქტივობა მესამე სასწავლო კურსის უფროსის, მაიორი გენადი ჯიბლაძის ხელმძღვანელობით დაიგეგმა.

ფოტო გალერეა