კადეტთა თვითმართველობის ახალი წევრები 10/17/2018 12:00 AM

   ლიცეუმს კადეტთა თვითმართველობის ახალი წევრები ჰყავს. დღეს მათ ლიცეუმის დირექტორი პოლკოვნიკი შალვა ძინძიბაძე შეხვდა და ურთიერთთანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ლიცეუმში კადეტთა თვითმართველობის არჩევნები 15 ოქტომბერს ჩატარდა. საარჩევნო პროცესს ლიცეუმის დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში მაია გაბუნია უძღვებოდა. ფარული კენჭისყრის პრინციპით არჩევნებში კენჭს 27 კანდიდატი იყრიდა, თუმცა ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვეს კადეტებმა: გიორგი ფხაკაძე, ლაშა აბულაძე, აკაკი კიკაბიძე, ანა ბოჭორიშვილი, ვასო ონიანი, ზაურ სოსელია, გიორგი თამლიანი, იოანე მამრიკიშვილი, ნინო ციცქიშვილი, ნიკოლოზ მერლანი, ოთარ ჯანგავაძე და რაულ ავალიანი. კადეტთა თვითმართველობის თავმჯდომარედ კი არჩეულ იქნა ნინო ციცქიშვილი. თვითმართველობის თავმჯდომარე საქართველოს ზოგადი განათლების კანონის მიხედვით შედის სამეურვეო საბჭოს წევრთა შემადგენლობაში და ის უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოს წარუდგინოს წინადადებები მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. თვითმართველობის ახალი წევრები მადლობას უხდიან თანატოლებს გამოცხადებული ნდობისათვის და განმარტავენ, რომ უფლებამოსილების ფარგლებში, აქტიურად იქნებიან ჩართულნი ლიცეუმში მიმდინარე პროცესებში.

ფოტო გალერეა