კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა გოგონათა და ვაჟთა მიღება დაიწყო 06/24/2016 3:18 PM

   გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა 2016-2017 სასწავლო წლისათვის მოსწავლეთა მიღება დაიწყო. კადეტთა ლიცეუმის არსებობის ისტორიაში გოგონებს წელს პირველად მიიღებენ.

   დღეს ლიცეუმში რეგისტრირებულმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გოგონებმა და ვაჟებმა ფიზიკური მომზადების ტესტი გაიარეს.

   3 წლის განმავლობაში კადეტები უზრუნველყოფილნი იქნებიან კვებით, საცხოვრებელი ადგილით (ყაზარმა), სამედიცინო მომსახურებით, სამხედრო ფორმით და აღჭურვილობით. სწავლის დასრულების შემდეგ კადეტები სრული საშუალო განათლების ატესტატს და შესაბამის სამხედრო სერტიფიკატს მიიღებენ.

ფოტო გალერეა

ვიდეო