კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო 04/02/2019 12:00 AM

   კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო.

   წელს პირველი საინფორმაციო შეხვედრა იმერეთის რეგიონში, ვანში შედგა. შეხვედრას ვანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ივანე კორძაძე, რესურსცენტრის წარმომადგენლები, ადგილობრივი საჯარო სკოლების მასწავლებელები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

   ლიცეუმის დირექტორის მოადგილემ მაია გაბუნიამ და კადეტებმა ანი ონიანმა და ლუკა მორჩაძემ მოსწავლეებს ლიცეუმის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ისაუბრეს მისაღები გამოცდებისა და ჩარიცხვის პროცედურებზე. მოგვიანებით კი მათ შეკითხვებს უპასუხეს.

   ლიცეუმის საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლებში გაიმართება.

ფოტო გალერეა