კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სპექტაკლი „ჰელადოსი" გაიმართა 04/02/2019 12:00 AM

   სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმს სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრის მსახიობები ეწვივნენ. მათ კადეტებისთვის ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სპექტაკლში ითამაშეს.

   წარმოდგენას სამხედრო ლიცეუმის კადეტები დაესწრნენ.

   სპექტაკლი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრს შორის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე გაიმართა.

ფოტო გალერეა

ვიდეო