კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ჩარიცხვის მსურველ მოსწავლეთა საყურადღებოდ !!!

სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აცხადებს 2019-2020 სასწავლო წლისათვის მოსწავლეთა მიღებას.


ლიცეუმში მიიღებიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები, რომლებიც 2019 წელს დაამთავრებენ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურს (IX კლასი) და დააკმაყოფილებენ შესარჩევი კონკურსის პირობებს.


საბუთების მიღება იწარმოებს 2019 წლის 17 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით. ყოველდღიურად გარდა კვირა დღისა, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
მისამართი: ქ. ქუთაისი ავტომშენებლის №51


საბუთების მიმღებ კომისიაზე უნდა გამოცხადდეს, როგორც მოსწავლე, ასევე, მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი (წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტით) და წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:


1. მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება კადეტის მიღების შესახებ;
2. მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დედანი და ასლი;
2. მოსწავლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის დედანი და ასლი;
3. მოსწავლის დაბადების მოწმობის დედანი და ასლი;
4. ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა №100);
5. ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებიდან ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის (IX კლასი) მიმდინარე წელს დამთავრების შესახებ;
6. დახასიათება ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებიდან;
7. ავტობიოგრაფია;
8. ფოტოსურათი 3X4 ზე 2 (ორი) ცალი.


რეგისტრირებულ მოსწავლეს ჩასაბარებელი ექნება ფიზიკური, მათემატიკისა და ზოგადი უნარების ტესტები.


ფიზიკური ტესტი ჩატარდება ლიცეუმში, მათემატიკისა და ზოგადი უნარების გამოცდების ტესტები ჩატარდება თბილისსა და ქუთაისში. ტესტირება ჩატარდება ეროვნული საგამოცდო ცენტრის მიერ წერილობითი ფორმით.


6.07.2019 - მათემატიკის ტესტი;
7.07.2019 - ზოგადი უნარების ტესტი.

მისაღები ტესტის ნიმუშები


დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ლიცეუმის ოფიციალური გვერდი: cadet.mod.gov.ge
ტელ: 577392428