კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სამსახურის უფროსების ანგარიში 07/13/2018 12:00 AM

   დღეს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სამსახურის უფროსებმა დირექტორს წლის ანგარიში წარუდგინეს. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ დირექტორის მოადგილეები, სასწავლო დაგეგმარებისა და მონიტორინგის განყოფილების, დაწყებითი სამხედრო მომზადებისა და სასწავლო კურსის უფროსები. სამსახურის უფროსებმა თავიანთ მოხსენებებში 2017-2018 სასწავლო წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ძირითადი აქცენტი ადაპტაციასა და სასწავლო პროცესზე გაკეთდა. განხილული იქნა წლის განმავლობაში წამოჭრილი პრობლემური საკითხები და მათი გადაჭრის გზები. რამდენიმე საათიანი მსჯელობის შედეგად გაკეთდა შესაბამისი დასკვნები, რომელიც გათვალისწინებული იქნება და დაინერგება ახალი სასწავლო წლიდან. „ჩვენ არამხოლოდ პროცესის წარმართვაზე უნდა ვიყოთ პასუხისმგებელნი, არამედ შედეგებზეც. ყოველ სასწავლო კურსზე უნდა შევიმუშაოთ განსხვავებული მიდგომები, რათა ეფქტურად და სწორად განხორციელდეს საბოლოო მიზანი. კადეტებისათვის ლიცეუმში სწავლების პირველი წელი ეს უნდა იყოს ძირითადად ადაპტაციის, შეგუების პერიოდი. მომდევნო წელს კი ყურადღება უნდა გამახვილდეს რკინისებრ დისციპლინაზე. რაც შეეხება მესამე სასწავლო კურსს, ეს უნდა იყოს მართველ რგოლსა და კადეტებს შორის თანამშრომლობის პერიოდი. რადგანაც მესამე სასწავლო კურსის კადეტები იქნებიან ლიდერები, რომელთაც ექნებათ შესაბამისი ცოდნა და უნარი იმისა, რომ აქტიურად ჩაერთონ ლიცეუმში მიმდინარე პროცესებში“- განაცხადა ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ.

ფოტო გალერეა