კადეტთა საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება 05/13/2019 12:00 AM

   კადეტთა საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტებმა საინფორმაციო შეხვედრა ამჯერად ბორჯომის მე-3 საჯარო სკოლაში გამართეს. კადეტებმა ბორჯომის სხვადასხვა სკოლის მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს სამხედრო ლიცეუმში მიღების წესები, სწავლებისა და ცხოვრების პირობები, დღის განრიგი და სასწავლებლის ინფრასტრუქტურა გააცნეს და სამხედრო სასწავლებლის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სასწავლო დარგში ლიცეუმის დირექტორის მოადგილემ მაია გაბუნიამ მოსწავლეებისა და მშობლების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა და ლიცეუმის უპირატესი მხარეები გააცნო. გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ახალი აკადემიური წლისთვის ემზადება. სასწავლებლის ხელმძღვანელობა და კადეტები, საქართველოს მასშტაბით, რეგიონების მოსწავლეებთან საჯარო შეხვედრებს მართავენ.

ფოტო გალერეა