კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ჩასარიცხ კანდიდატთა სამედიცინო შემოწმება მიმდინარეობს 07/24/2018 12:00 AM

   კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ჩასარიცხ კანდიდატთა სამედიცინო შემოწმება სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში მიმდინარეობს. სამედიცინო შემოწმება სამ ნაკადად დაიყო და 2 კვირის განმავლობაში 126 მსურველს ჩაუტარდება კვლევა. მოსწავლეები სამედიცინო შემოწმების შემდეგ საბოლოოდ მოიპოვებენ კადეტის სტატუსს.
 
   სამედიცინო კვლევების უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კანდიდატი გამოეთიშება კონკურსს და მას რეიტინგით მომდევნო კონკურსანტი შეცვლის.
 
   სასწავლო დაწესებულებაში მოსახვედრად ბავშვებმა ფიზიკური მომზადების ტესტი, ასევე მათემატიკასა და ზოგად უნარებში გამოცდები უკვე გაიარეს.
 
   გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ჩარიცხულთა საბოლოო სია ცნობილი 6 აგვისტოს გახდება.