კადეტთა კვებითი პირობები გაუმჯობესდა 05/18/2021 9:44 PM

დღეიდან კადეტთა კვებითი პირობები გაუმჯობესდა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით კადეტთა ნორმირებული რაციონი არანორმირებული კვებითი რაციონით ჩანაცვლდა. კადეტთა დღიური ულუფა მრავალფეროვანი და ნოყიერი იქნება. მათი ასაკიდან გამომდინარე კვების რაციონი დიეტოლოგებისა და შესაბამისი დარგის სპეციალისტების მიერ არის შედგენილი. კადეტები იკვებებიან სხვადასხვა სახის ჯანსაღი და მოზარდის ორგანიზმისთვის აუცილებელი ახალი, ხარისხიანი პროდუქტებით.

კვებითი მომსახურების სტანდარტების გაუმჯობესება თავდაცვის სამინისტროს სოციალური პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში გაუმჯობესდა და გამრავალფეროვნდა კვების რაციონი.

პროდუქციის ხარისხთან ერთად მნიშვნელოვანი ყურადღება სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებს ექცევა. ამ მიზნით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს შორის სურსათის უვნებლობის საკითხებთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი არის გაფორმებული.

ფოტო გალერეა