კადეტთა გუნდი გეზრბენში საქართველოს ჩემპიონი გახდა 06/29/2018 12:00 AM

   პირველი სასწავლო კურსის კადეტები: ტარიელ ღიბრაძე, ლუკა უკლება, დავით წაქაძე და იმედა ჩაჩუა გეზრბენში ,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018“-ის გამარჯვებულები გახდნენ და საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. ისინი ორგანიზატორებისაგან მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018“-ის ფინალური ტური თბილისში, სპორტის სხვადასხვა სახეობაში გაიმართა და მასში ზონალური ტურის გამარჯვებული 26 სკოლის ასორმოცდაათამდე მოსწავლე მონაწილეობდა. კადეტთა გუნდი (ხელმძღვანელი კობა ვერულაშვილი) ახმეტის რაიონის სოფელ დუისის საჯარო სკოლის გუნდს დაუპირისპირდა. ფინალური თამაში, ისვე როგორც დანარჩენი ტურები, გუნდური პრინციპით ჩატარდა. გამარჯვებული კადეტები მომავალ წელს სუპერ ფინალში მიიღებენ მონაწილეობას. წარმატების შემთხვევაში კი ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე გაემგზავრებიან. სასკოლო სპორტული ოლიმპიადა უკვე რამდენიმე წელია მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება, ყველა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში, კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეებს შორის. მუნიციპალურ, რეგიონალურ და ფინალურ ტურში გამარჯვების შემდეგ, გუნდები ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე მიემგზავრებიან. საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ორგანიზატორები არიან საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. მხარდამჭერი კი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი და ვითიბი ბანკი.

ფოტო გალერეა