კადეტთა ანსამბლმა მოსწავლეთა ოლიმპიადაში პირველი ადგილი დაიკავა 06/03/2019 12:00 AM

   კადეტთა ხალხური სიმღერის ანსამბლი “კადეტები“ პირველი ადგილის მფოლობელები გახდნენ. დღეს, ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრში „მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადა-2019“ -ის ფინალური ტური და დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ოლიმპიადა სხვადასხვა ჟანრში ჩატარდა და მასში ქუთაისის სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული მოსწავლეები. პირველი საპრიზო ადგილი ხალხურ სიმღერაში დაიკავა ანსამბლმა “კადეტები“ სიმღერით -“შუკა შუკა, შარა შარა“. აღსანიშნავია, რომ ანსამბლმა შემოქმედ მოსწავლეთა ოლიმპიადაში 2016 წელს მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა, ხოლო 2017 წელს გრანპრი მიიღო. ანსამბლს ხელმძღვანელობს პედაგოგი ნინო გედენიძე. მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადა ქუთაისის მერიის ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება სხვადასხვა მიმართულებით: ქართული ხალხური სიმღერა, მხატვრული კითხვა, ქართული ესტრადა, ქართული ხალხური ცეკვა. კონკურსი ორ ეტაპს (შესარჩევსა და ფინალურს) მოიცავს და მასში მონაწილეობენ ქუთაისის სკოლების მოსწავლეები. მისი მიზანია მოსწავლეთა შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა.

ფოტო გალერეა