დღეს, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი, სამხედრო მოსამსახურეები და კადეტები იმყოფებოდნენ ბათუმში, სადაც მათ თურქეთის ორი სამხედრო გემი-„TCG FATiH’’ და „TCG VOLKAN’’ დაათვალიერეს.
თურქული ხომალდები საქართველოში 30 მარტს შემოვიდა და 1 აპრილის ჩათვლით საქართველოს სანაპირო დაცვის მცურავი ერთეულების მონაწილეობით ერთობლივ საზღვაო მანევრებს გამართავენ.
ოფიციალური წყაროების ცნობით, თურქული ხომალდების ვიზიტი პროექტის -„ზღვის ვარსკვლავის“ ფარგლებში ხორციელდება, რომელიც პარტნიორ ქვეყნებთან მეგობრულ ვიზიტებსა და შავ ზღვაზე ერთობლივი საზღვაო წვრთნების ჩატარებას ითვალისწინებს.