კადეტებისათვის გასვლითი ღონისძიებები მოეწყო... 11/02/2017

   სასწავლო წლის დასაწყისში, გრძელვადიანი სადამრიგებლო პროექტის ,,შეიცან საქართველო შენი“  ფარგლებში ყოველი სასწავლო  ჯგუფისათვის დაიგეგმა  საექსკურსიო მარშრუტები. აღნიშნული გეგმის მიხედვით კადეტებმა  მოინახულეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, გაეცნენ რეგიონის კულტურულ-ეთნიკურ თავისებურებებს. არაფორმალური განათლების ეს ფორმა კადეტებისთავის იყო საინტერესო, სახალისო და შემოქმედებითი. პროექტი გრძელვადიანია და მომავალშიც გაგრძელდება. პროექტის დასრულების შემდეგ კადეტები წარმოადგენენ აქტივობის შეჯამებასა და საკუთარ შთაბეჭდილებებს გაუზიარებენ თანატოლებს.

ფოტო გალერეა