კადეტების ვიზიტი უკრაინაში 10/08/2019 12:00 AM

   კადეტები ლიცეუმის სასწავლო დაგეგმარებისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსთან, ვიცე-პოლკოვნიკ ლევან მიქიაშვილთან, მასწავლებელ გიგა ბასილაძესთან და უფროს სერჟანტ ვიაჩესლავ ცანავასთან ერთად, ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ უკრაინის, ქალაქ ზაპოროჟიეს სამხედრო სპორტულ სასწავლებელ-„ზახისტნიკში.“ ვიზიტი სასწავლებლებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე შედგა. ერთკვირიანი პროგრამა დატვირთული იყო სხვადასხვა სახის კულტურული და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებებით. კადეტებმა ვიზიტის ფარგლებში მოინახულეს ზაპოროჟიეს ისტორიული ადგილები და მუზეუმები. სასწავლებლებს შორის მსგავსი ტიპის გაცვლითი პროგრამები მომავალშიც არის დაგეგმილი.

ფოტო გალერეა