კადეტთა ვიზიტი აკადემიაში 03/18/2021 11:34 AM

დღეს, მესამე კურსის კადეტები სტუმრად იმყოფებოდნენ ეროვნული თავდაცვის აკადემიაში.
 
​კადეტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა.
 
საინფორმაციო შეხვედრაზე კადეტები აკადემიაში არსებულ საბაკალავრო პროგრამებს, მიღების პირობებსა და იუნკერების დღის განრიგს გაეცნენ. მათ, ასევე მიიღეს ინფორმაცია გაცვლითი პროგრამების, დათხოვნისა და სტიპენდიის შესახებ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კადეტებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.