კადეტების შეხვედრა ქედის რაიონის სკოლების მოსწავლეებთან 03/15/2016 1:42 PM

   კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მსმენელებმა ქედის რაიონის საჯარო სკოლების მე-7, 8 და 9 კლასის მოსწავლეებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს. ლიცეუმის ხელმძღვანელობამ მათ ლიცეუმის საქმიანობისა და მიზნების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მოსწავლეებს პრეზენტაცია I სასწავლო კურსის კადეტებმა წარუდგინეს და პირადად გააცნეს ლიცეუმში ცხოვრებისა და სწავლების პირობები, ასევე ესაუბრნენ იმ გარემოებზე, რითაც გამორჩეულია ლიცეუმი სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისაგან.

   კადეტთა სამხედრო ლიცეუმს მსგავსი ტიპის შეხვედრები დაგეგმილი აქვს მარტისა და აპრილის თვეებში ხონის, ონის, ამბროლაურის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ცაგერის, ლენტეხის, მესტიის, ახალციხის, ბორჯომისა და თელავის სკოლის მოსწავლეებთან.

ფოტო გალერეა