კადეტების შეხვედრა ხონის რაიონის სკოლების მოსწავლეებთან 03/17/2016 2:14 PM

   კადეტები ხონის რაიონის საჯარო სკოლების მე-8 და 9 კლასის მოსწავლეებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს. ლიცეუმის ხელმძღვანელობამ მათ ლიცეუმის საქმიანობისა და მიზნების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მოსწავლეებს პრეზენტაცია I სასწავლო კურსის კადეტებმა წარუდგინეს და პირადად გააცნეს ლიცეუმში ცხოვრებისა და სწავლების პირობები, ასევე ესაუბრნენ იმ გარემოებაზე, რითაც გამორჩეულია ლიცეუმი სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისაგან.

   კადეტთა სამხედრო ლიცეუმს მსგავსი ტიპის შეხვედრები დაგეგმილი აქვს მარტისა და აპრილის თვეებში ონის, ამბროლაურის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ცაგერის, ლენტეხის, მესტიის, ახალციხის, ბორჯომისა და თელავის სკოლის მოსწავლეებთან.

ფოტო გალერეა