საინფორმაციო შეხვედრა ფოთის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებთან 04/19/2017

   გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ახალი აკადემიური წლისთვის ემზადება. ამ მიზნით ლიცეუმის დირექტორის მოადგილე მაია გაბუნია, მაიორი ზვიად ჩუბინიძე და პირველი სასწავლო კურსის კადეტები ქალაქ ფოთის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ. კადეტებმა ოთარ კუხიანიძემ და თეკლე ფანცხავამ მოსწავლეებს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის უპირატესი მხარეების, მიღების პირობების, სწავლებისა და ცხოვრების წესების, დღის განრიგის, სამხედრო ცხოვრებისა და სასწავლებლის ინფრასტრუქტურის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. მოსწავლეებთან შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ფოტო გალერეა