კადეტების საინფორმაციო შეხვედრები ცაგერისა და ლენტეხის მოსწავლეებთან 04/08/2016 10:21 AM

   გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ახალი აკადემიური წლისთვის მზადებას განაგრძობს და საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავს.

   ამჯერად ლიცეუმის დირექტორის მოადგილეები, პოლკოვნიკი ზაზა კახიძე კადეტებთან ერთად ცაგერის, ხოლო მაია გაბუნია ლენტეხის მუნიციპალიტეტების სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ. მათ ახალგაზრდებს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის უპირატესი მხარეების, მიღების პირობების, სწავლებისა და ცხოვრების წესების, დღის განრიგის, სამხედრო ცხოვრებისა და სასწავლებლის ინფრასტრუქტურის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და ლიცეუმის ახალი ინიციატივაც გააცნეს - ახალი სასწავლო წლიდან ლიცეუმში სწავლა გოგონებსაც შეუძლიათ. 

   კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლებს მსგავსი ტიპის შეხვედრები უკვე ჰქონდათ ქედის, ხონის, ონის, ამბორლაურის, ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონების საჯარო სკოლების მოსწავლეებთან. მიმდინარე თვეს დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები მესტიის, ახალციხის, ბორჯომისა და თელავის სკოლების მოსწავლეებთან.

ფოტო გალერეა