კადეტების საინფორმაციო შეხვედრა ტყიბულის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან 04/24/2017

   დღეს, ლიცეუმის მთავარი სერჟანტი იაკობ მარუაშვილი, ლიცეუმის კაპიტანი ზაზა ფაილოძე და კადეტები ტყიბულის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. მოსწავლეებს პრეზენტაცია I სასწავლო კურსის კადეტებმა ლუკა ბუაძემ და თამარ ფანცხავამ წარუდგინეს. მათ ახალგაზრდებს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის უპირატესი მხარეების, მიღების პირობების, სწავლებისა და ცხოვრების წესების, დღის განრიგის, სამხედრო ცხოვრებისა და სასწავლებლის ინფრასტრუქტურის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და აღნიშნეს, რომ ლიცეუმში სწავლა გოგონებსაც შეუძლიათ.

ფოტო გალერეა