კადეტების საინფორმაციო შეხვედრა სოფელ დამალის საჯარო სკოლაში 05/24/2019 12:00 AM

 

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლები საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობენ. ამჯერად, სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლები ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალის საჯარო სკოლას ესტუმრნენ.
 
კადეტებმა სკოლის მოსწავლეებს ლიცეუმის ისტორიის, მიღების პირობების, სასწავლო პროცესის, განრიგისა და სასწავლებლის ინფრასტრუქტურის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.
 
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსწავლეები ლიცეუმში მიღების პირობებით, სწავლის პროცესითა და სასწავლო პროგრამებით დაინტერესდნენ.
 
დღესვე, საჯარო სკოლის სამი მოსწავლე სამხედრო თემატიკაზე მომზადებული ვიდეორგოლისთვის დაჯილდოვდა, რომელიც მათ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მიერ გამოცხადებულ კონკურსში „გახდი კადეტი“ წარადგინეს და მეორე ადგილი მოიპოვეს. ფასიანი საჩუქრები და სიგელები გამარჯვებულებს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორის მოადგილემ სასწავლო დარგში, მაია გაბუნიამ გადასცა.
 
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის სამხედრო ლიცეუმის ხელმძღვანელები და კადეტები საინფორმაციო შეხვედრებს სკოლის მოსწავლეებთან ქობულეთსა და ყაზბეგშიც გამართავენ.
 

ფოტო გალერეა

ვიდეო