კადეტების საინფორმაციო შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან 04/18/2019 12:00 AM

   კადეტების საინფორმაციო შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტებმა წეროვნის მე-3 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. კადეტებმა მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის უპირატესი მხარეები, მიღების წესები, სწავლებისა და ცხოვრების პირობები, დღის განრიგი და სასწავლებლის ინფრასტრუქტურა გააცნეს და სამხედრო სასწავლებლის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსწავლეები განსაკუთრებით მისაღები გამოცდების პირობებითა და ფიზიკური აქტივობებით დაინტერესდნენ. გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ახალი აკადემიური წლისთვის ემზადება. სასწავლებლის ხელმძღვანელობა და კადეტები, საქართველოს მასშტაბით, რეგიონების მოსწავლეებთან საჯარო შეხვედრებს მართავენ.

ფოტო გალერეა