კადეტების საინფორმაციო შეხვედრა ონისა და ამბროლაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან 04/24/2017

   ლიცეუმი განაგრძობს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს საქართველოს რეგიონის მოსწავლეებთან. ამჯერად ლიცეუმის პირველი სასწავლო კურსის უფროსი ვიცე-პოკოვნიკი ვახტანგ ლომთაძე, ლიცეუმის იურისტი დავით ლომსიანიძე და პირველი სასწავლო კურსის კადეტები ონისა და ამბროლაურის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ. მოსწავლეებს ლიცეუმის შესახებ პრეზენტაცია I სასწავლო კურსის კადეტებმა ნიკოლოზ მერლანმა და მარიამ კობერიძემ წარუდგინეს. მათ ახალგაზრდებს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის უპირატესი მხარეების, მიღების პირობების, სწავლებისა და ცხოვრების წესების, დღის განრიგის, სამხედრო ცხოვრებისა და სასწავლებლის ინფრასტრუქტურის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და აღნიშნეს, რომ ლიცეუმში სწავლა გოგონებსაც შეუძლიათ. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.

ფოტო გალერეა