კადეტების საინფორმაციო შეხვედრა მესტიის სკოლის მოსწავლეებთან 04/14/2016 10:13 AM

   გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ახალი აკადემიური წლისთვის მზადებას განაგრძობს და საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავს.

   ამჯერად ლიცეუმის პედაგოგიური საბჭოს თავჯდომარე ქალთამზე მელქაძე, იურისტი დავით ლომსიანიძე და მთავარი სერჟანტი იაკობ მარუაშვილი კადეტებთან ერთად მესტიის მუნიციპალიტეტების სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ. მათ ახალგაზრდებს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის უპირატესი მხარეების, მიღების პირობების, სწავლებისა და ცხოვრების წესების, დღის განრიგის, სამხედრო ცხოვრებისა და სასწავლებლის ინფრასტრუქტურის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და ლიცეუმის ახალი ინიციატივაც გააცნეს - ახალი სასწავლო წლიდან ლიცეუმში სწავლა გოგონებსაც შეუძლიათ.

   კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლებს მსგავსი ტიპის შეხვედრები უკვე ჰქონდათ ქედის, ხონის, ონის, ამბორლაურის, ზუგდიდისა, წალენჯიხის, ცაგერისა და ლენტეხის რაიონების საჯარო სკოლების მოსწავლეებთან. მიმდინარე თვეს დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები პანკისის, ბორჯომისა და თელავის სკოლების მოსწავლეებთან.

ფოტო გალერეა