კადეტების ღონისძიება ომის ვეტერანებისთვის 05/09/2019 12:00 AM

   9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით ქუთაისის საბრძოლო დიდების ეროვნულ მუზეუმში ომის ვეტერანებისათვის ღონისძიება გაიმართა. ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე სხვადასხვა მხატვრული, მუსიკალური და საცეკვაო ნომრებით მიულოცეს კადეტებმა და ქუთაისის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. “გმირები - ვინ არიან ისინი? ერთი შეხედვით უბრალო ადამიანები დიდი გულით. გმირებად არ იბადებიან, გმირები ხდებიან. თანამედროვე გმირები ჩვენს გვერდით არიან, ყოველი ჯარისკაცი, არ აქვს მნიშვნელობა გამოუვლიათ თუ არა ომის ქარცეცხლი, გმირია. სამშობლო მათი ხატია და სამწუხაროდ იგი ხშირად მოითხოვს მსხვერპლს. ვინ მოსთვლის რამდენმა მათგანმა შესწირა თავი სამშობლოს სიყვარულს. ჯარისკაცებს არ ეშინიათ, მაგრამ აქვთ გრძნობები. უყვართ, სტკივათ და განიცდიან. ქართველი ჯარისკაცი ყოველთვის იტყვის და გააკეთებს იმას, რაც წინაპართაგან გენეტიკურად მოსდგამს მის ჯიშსა და სისხლს“-აღნიშნეს კადეტებმა ვეტერანებთან შეხვედრისას. კადეტების მიერ წარმოდგენილ ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები სოფიკო ცხელიშვილი და ნინო გედენიძე.

ფოტო გალერეა