კადეტები სტუმრად პარლამენტში 12/14/2017

   კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მესამე სასწავლო კურსის კადეტები, ლიცეუმის ხელმძღვანელობასთან და სასწავლო ჯგუფის დამრიგებლებთან ერთად იმყოფებოდნენ პარლამენტში. ისინი შეხვდნენ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესა და წევრებს, რომლებმაც კადეტებს გააცნეს საპარლამეტო საქმიანობის ძირითადი მიმართულებები. შეხვედრაზე კომიტეტის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოს ძირითად ფუნქციაზე, მნიშვნელობაზე და საქმიანობაზე ისაუბრეს, ახალგაზრდებს საკანონმდებლო პროცესი განუმარტეს და მათ შეკითხვებსაც უპასუხეს. კადეტთა ვიზიტი პარლამენტში, შენობის დათვალიერებითა და სამახსოვრო ფოტოების გადაღებით დასრულდა.

ფოტო გალერეა