კადეტები სპექტაკლის ჩვენებას დაესწრნენ.
თუმანიშვილის თეატრის მსახიობთა დასმა სპექტაკლი-„მწვანე ბარათი“ ქუთაისის მესხიშვილის თეატრის სცენაზე წარმოადგინა. ქართველ ემიგრანტთა ყოფიერებაზე შექმნილმა სპექტაკლმა მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
კადეტები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა სახის კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებებში.