კადეტები თეატრში 04/20/2022 2:57 PM

კადეტები სპექტაკლის პრემიერას დაესწრნენ.
 
მესხიშვილის თეატრის მცირე სცენაზე წარმოდგენილ იქნა რეჟისორ კახაბერ გოგოლაშვილის კომედია ,,სიყვარული კუბოს ფიცრამდე" .
 
სპექტაკლის ჩვენებას დაესწრნენ მესამე სასწავლო კურსის მეორე სასწავლო ჯგუფის კადეტები, რომლებიც „საუკეთესო სასწავლო ჯგუფის“ ტიტულს ატარებს.
 
„საუკეთესო სასწავლო ჯგუფის“ ტიტული სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით ენიჭებათ. ლიცეუმში კადეტთა მოტივაციის ასამაღლებლად და წახალისების მიზნით მოქმედებს სხვადასხვა ტიპის პროგრამები.
 
ფოტო გალერეა