კადეტები „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელში“ 04/15/2016 10:22 AM

   გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი და კადეტები თბილისში მდებარე „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელს“ ესტუმრნენ და საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

   კადეტებმა „საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის“ ბინადრებს ლიცეუმის საქმიანობის, მიზნებისა და სასწავლო პროცესის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა ალექსი კეკელიამ მოზარდებს ლიცეუმის უპირატესი მხარეები, მიღებისა და ცხოვრების პირობები გააცნო და მათ კითხვებს უპასუხა.

   გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ახალი აკადემიური წლისთვის ემზადება. ამ მიზნით სასწავლებლის ხელმძღვანელობა და კადეტები რეგიონების მოსწავლეებთან საჯარო შეხვედრებს საქართველოს მასშტაბით მართავენ.

   „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელში“ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები - ბექა კობახიძე და დავით ძიძიშვილიც იმყოფებოდნენ.

ფოტო გალერეა

ვიდეო