კადეტები კულტურულ ღონისძიებაზე 02/21/2020 12:00 AM

   კადეტებმა საზოგადოება „ბაღის კიდე“-ს საიუბილეო ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. მათ ორგანიზაციას 15 წლის იუბილე მხატვრული და მუსიკალური ნომრებით მიულოცეს. საიუბილეო საღამო ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრში გაიმართა. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საზოგადოება „ბაღის კიდე“-ს წევრები, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანები და კადეტები ესწრებოდნენ.

  ფოტო გალერეა