კადეტები კულტურულ ღონისძიებას დაესწრნენ 02/06/2020 12:00 AM

   კადეტები პიანისტ დავით ალადაშვილის კონცერტს დაესწრნენ. მუსიკალური საღამო მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართა. დავით ალადაშვილი მაყურებლის წინაშე ქუთაისის ოპერის ორკესტრთან და დირიჟორ რევაზ ჯავახიშვილთან ერთად წარდგა. პიანისტმა პეტრე ჩაიკოვსკის პირველი საფორტეპიანო კონცერტი „სი ბემოლ მინორი“ შეასრულა.

  ფოტო გალერეა