კადეტები გეზრბენში დასავლეთ საქართველოს ჩემპიონები გახდნენ 05/30/2019 12:00 AM

   კადეტები გეზრბენში “სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019“-ის დასავლეთ საქართველოს ჩემპიონები გახდნენ. კადეტთა გუნდი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: ტარიელ ღიბრაძე, იესე ქოქაშვილი, ზურაბ გოგიაშვილი, დავით წაქაძე, იმედა ჩაჩუა და ნიკოლოზ ზაზიაშვილი ფინალური ტურისთვის ემზადებიან. ისინი ფინალურ ტურში აღმოსავლეთ საქართველოს ჩემპიონებს შეხვდებიან და საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისათვის იბრძოლებენ. სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე რამდენიმე წელია სპორტის სხვადასხვა სახეობაში ტარდება. მასში კადეტთა გუნდი აქტიურადაა ჩართული. 2018 წელს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ვაჟთა გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახდა.

ფოტო გალერეა