კადეტები გამოსაშვებ საღამოზე 05/17/2018 12:00 AM

   თერჯოლის მუნიციპალიტეტის, უშანგი სოფრომაძის სახელობის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში მეთორმეტე კლასელთა გამოსაშვები საღამო გაიმართა, რომელსაც საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლები. საზეიმო ღონისძიებას უძღვებოდა მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე, რომელიც ძევრის სკოლის ყოფილი დირექტორია. მან კურსდამთავრებულებს გამოჩენილი აქტიურობისა და სკოლის წარმოჩენისათვის სიგელები გადასცა. დაჯილდოების ცერემონიალის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებმა მუსიკალური და მხატვრული ნომრები შეასრულეს. მასში მონაწილეობა კადეტებმაც მიიღეს. გამოსაშვებ საღამოს ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ფანჩულიძე, მუნიციპალიტეტის რამდენიმე საჯარო სკოლისა და პანკისის ხეობის სკოლის წარმომადგენლები; ქუთაისის ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარები და „მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის“ წევრები.

ფოტო გალერეა