კადეტები “Fab-Lab“- ის ლაბორატორიაში 06/14/2019 12:00 AM

   რობოტექნიკის კლუბის კადეტები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში “Fab-Lab“- ის ლაბორატორიას ესტუმრნენ. მათთვის პედაგოგმა გიორგი ჩაჩუამ ლექცია წაიკითხა თემაზე: „ჩაშენებული სისტემები“. ისინი გაეცნენ სამგანზომილებიანი პრინტერის მუშაობის პრინციპს. ასევე გაიარეს პედაგოგ თემურ სახელაშვილის მასტერკლასი და მიიღეს გარკვეული სახის ცოდნა ლაზერული ჭრის აპარატის მუშაობისა და სხვადასხვა ნივთების დამზადების შესახებ. დასასრულს კადეტებმა თავად დაამზადეს სხვადასხვა ნივთი.

ფოტო გალერეა