კადეტები ევროკავშირის კინოფესტივალის კინოჩვენებაზე 03/17/2016 1:55 PM

   საქართველოში ევროკავშირის 2016 წლის კინოფესტივალი „გარდამტეხი მომენტები“ მიმდინარეობს. კინოფესტივალის კვირეულის ფარგლებში დღეს, სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სახელობის ლიცეუმის კადეტები ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში ,,სულიკო“ იმყოფებოდნენ. მათთვის ფილმის ,,ზღვაზე წასვლა“ ჩვენება გაიმართა.

   კინოფესტივალისთვის ევროკავშირმა და წევრმა ქვეყნებმა შეარჩიეს სხვადასხვა დროს გადაღებული 17 ფილმი, რომელიც ევროპული კინოს 72-წლიან ისტორიას ასახავს. კინოფესტივალის მიზანია ქართულ აუდიტორიას ევროპული კინოს ისტორიული მრავალფეროვნება და თანამედროვე ტენდენციები წარმოუდგინოს. სპეციალურად შერჩეული ფილმების საერთო თემაა ,,გარდამტეხი მომენტები“ და ისინი პირად, სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელობას ეძღვნება.

ფოტო გალერეა