კადეტები ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 11/08/2019 12:00 AM

   მესამე სასწავლო კურსის კადეტები ეროვნული თავდაცის აკადემიას სტუმრობდნენ აკადემიის წარმომადგენლებმა კადეტებს პრეზენტაციის ფორმატში გააცნეს სასწავლებლის საქმიანობა, არსებული საგანმანათლებლო პროგრამები და მიღების პირობები. შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. ვიზიტის ფარგლებში კადეტებმა მონაწილეობა მიიღეს აკადემიის მიერ შემოთავაზებულ მუსიკალურ-ლიტერატურულ და სპორტულ ღონისძიებებში. კადეტების ვიზიტი აკადემიაში მესამე სასწავლო კურსის უფროსის, მაიორ გენადი ჯიბლაძის ხელმძღვანელობით დაიგეგმა.

ფოტო გალერეა