მესამე სასწავლო კურსის კადეტები იმყოფებოდნენ წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსა (JTEC) და საერთო საჯარისო ცენტრში.
ვიზიტის ფარგლებში კადეტებს შეხვდა წვრთნებისა და სამხედრო განათლების შტაბის უფროსი პოლკოვნიკი ელგუჯა ბიბინიძე, რომელმაც ინფორმაცია მიაწოდა სარდლობის ფუნქცია-მოვალეობებისა და საქმიანობის შესახებ.
კადეტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ცენტრების საქმიანობას, სხვადასხვა ტიპის სიმულაციურ შენობებსა და ბაზების ინფრასტრუქტურას.