კადეტები ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ბაზებზე 04/13/2022 6:39 PM

მესამე სასწავლო კურსის კადეტები იმყოფებოდნენ ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის ძალების სარდლობის სამხედრო ბაზებსა და სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“.
 
ვიზიტის ფარგლებში კადეტებს ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის ძალების სარდალი, პოლკოვნიკი სერგო ნინუა შეხვდა და სარდლობის შესახებ ესაუბრა.
 
თავდაპირველად კადეტებმა ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის ძალების სარდლობის, შერეული საავიაციო ესკადრელიის C საავიაციო რგოლის ბაზაზე არსებული საფრენი აპარატები და ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. ბაზის მონახულების შემდეგ იმყოფებოდნენ საავიაციო ქარხანაში, სადაც მიმდინარეობს თავდაცვის ძალების საფრენი აპარატების კაპიტალური რემონტი და აღნიშნული პროცესის მიმდინარეობას გაეცნენ.
 
დღის მეორე ნახევარში კადეტები სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ესტუმრნენ. მათ ნახეს თუ სად და როგორ ხდება ჯავშანტექნიკის აწყობა, დაათვალიერეს ცენტრის მიერ წარმოებული სხვადასხვა ტიპის პროდუქცია.
 
კადეტებში საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით ეტაპობრივად მიმდინარეობს თავდაცვის ძალების სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისა და ქვედანაყოფებში ვიზიტი.
 
ფოტო გალერეა