მეორე სასწავლო კურსის კადეტები აკადემიაში 05/06/2022 3:42 PM

მეორე სასწავლო კურსის კადეტები გაცნობითი ხასიათის ვიზიტით იმყოფებოდნენ ეროვნული თავდაცვის აკადემიაში.
 
თავდაპირველად კადეტები ეროვნული თავდაცვის აკადემიაში არსებულ საგანმანათლებლო პირობებს გაეცნენ. იუნკერებმა კადეტებს აკადემიის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. მოგვიანებით კი ეროვნული თავდაცვის აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
 
ვიზიტის ფარგლებში კადეტებმა "Paintball"-ის თამაშში მიიღეს მონაწილეობა.
 
ვიზიტს ხელმძღვანელობდა მეორე სასწავლო კურსის უფროსი ვიცე-პოლკოვნიკი როინ მაჭარაშვილი.
 
ფოტო გალერეა