კადეტთა სამხედრო ლიცეუმი გოგონების მიღებისთვის ემზადება 06/03/2016 11:42 AM

   საქართველო კავკასიის რეგიონში პირველი ქვეყანა იქნება, სადაც სამხედრო სასწავლებელში ვაჟებთან ერთად გოგონებიც ისწავლიან. გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი წელს, პირველად, გოგონებს მიიღებს.

   კადეტთა სამხედრო ლიცეუმს დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე ესტუმრა. 

   ბრიფინგების ოთახში გამართულ შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილე 2016-2017 სასწავლო წლისთვის ლიცეუმში გოგონების მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებს გაეცნო.

   მოგვიანებით ანა დოლიძემ კადეტთა ლიცეუმის საცხოვრებელი და სასწავლო კორპუსები დაათვალიერა. ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურული ცვლილებები, სწორედ, ამ შენობებში ხორციელდება.

ფოტო გალერეა