ლიცეუმის იურისტი ბატონი დავით ლომსიანიძე პირველი სასწავლო კურსის კადეტებს შეხვდა.
შეხვედრის ძირითადი თემა კადეტთა ქცევის კოდექსი, ლიცეუმის შინაგანაწესით განსაზღვრული კადეტთა უფლება-მოვალეობები, დისციპლინარული გადაცდომები და დისციპლინარული გადაცდომის სახდელები იყო. ინტერაქციული ხასიათის შეხვედრაზე, თემის სიცხადისთვის ბატონმა დავითმა კაზუსები განიხილა.
ლიცეუმის იურისტი გარკვეული პერიოდულობით შეხვედრებს ატარებს როგორც კადეტებთან, ასევე სამხედრო მოსამსახურეებთან და პედაგოგებთან.