იუნკერთა ხსოვნის დღე 02/25/2021 8:00 PM

ლიცეუმში იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდალი ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია, ლიცეუმის დირექტორი ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი, ლიცეუმის პირადი შემადგენლობა და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

კადეტებმა ლიტერატურული კომპოზიციით გააცოცხლეს საქართველოს ისტორიის  ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული პერიოდი. მათ ემოციური პერფომანსით კიდევ ერთხელ შეახსენეს დამსწრე საზოგადოებას იუნკერთა საბრძოლო სულისკვეთება და სულისშემძვრელი გმირობა.

ღონისძიების დასასრულ,  კადეტებს სიტყვით მიმართეს ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ და ლიცეუმის დირექტორმა ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა.

ლიტერატურულ კომპოზიციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები ნინო დანგაძე და ნინო გედენიძე.