ირაკლი სესიაშვილი სტუმრად ლიცეუმში 12/13/2017

   დღეს, კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სტურმარდ იმყოფეობოდა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი ირაკლი სესიაშვილი. ვიზიტის ფარგლებში ლიცეუმის დირექციამ სტუმარს ლიცეუმის საქმიანობა, მიღწევები და მიმდინარე პროცესები გააცნო. დღესვე, ბატონი ირაკლი მესამე სასწავლო კურსის პირველ სასწავლო ჯგუფის კადეტებს შეხვდა. შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა. უნდა აღინიშნოს, რომ აუდიტორიასა და სტუმარს შორის შედგა აქტიური და მეგობრული კომუნიკაცია. დასასრულ, ბატონმა ირაკლიმ კადეტები პარლამენტში მიიწვია.

ფოტო გალერეა