ინტელექტუალური თამაში 06/26/2018 12:00 AM

   ლიცეუმში ინტელექტუალური თამაშის რა?სად? როდის? ფინალური ტური გაიმართა. რა?სად?როდის? ფინალურ ტურში ერთამნეთს შიდა ტურების შედეგად გამარჯვებული პირველი სასწავლო კურსის მეოთხე და მეორე სასწავლო კურსის პირველი ჯგუფები დაუპირისპირდნენ. გუნდები ფინალური ტურში, ისევე როგორც შიდა თამაშებში, ერთმანეთს თანაბარ მეტოქეობას უწევდნენ. თუმცა, საბოლოოდ გამარჯვება წილად ხვდა მეორე სასწავლო კურსის პირველ სასწავლო ჯგუფს. თამაშების შედეგად გამოვლინდა საუკთესო მოაზროვნე და ეს ტიტული მეორე სასწავლო კურსის კადეტმა მარიამ კობერიძემ მოიპოვა. ინტელექტუალურ თამაშებს ორგანიზებას უწევდა და უძღვებოდა მასტერ სერჟანტი ლევან ჯანგირაშვილი.

ფოტო გალერეა