ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? 04/06/2019 12:00 AM

   6 აპრილს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში,NATO-ს დაარსებიდან 70 წლისადმი მიძღვნილი ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? გაიმართა,სადაც ასაკის შეუზღუდავად მონაწილეობა მიიღო იმერეთის რეგიონის 29 გუნდმა, მათ შორის იყოკადეტთა სამხედრო ლიცეუმის გუნდი (ლ.უკლება, გ.გოგია, გ.გადელია, ნ.ქვარიანი, ლ.შამუგია, ა.ქიმუცაძე). ხელმძღვანელები: ბესიკ მაჩიტაძე - გეოგრაფიის მასწავლებელი,ზინა ბუბუტეიშვილი ისტორიის მასწავლებელი. ინტელექტუალური თამაში თემატური იყო ,სადაც ყველა კითხვა ნატო-ევროკავშირს შეეხებოდა. საინტერესო თამაშის დასასრულს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გუნდს ჟიურისგან სპეციალური პრიზი გადაეცა.

ფოტო გალერეა