ინტელექტუალური შეჯიბრი ,,Quidditch“-ს ფინალი 04/03/2018 12:00 AM

 კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები საქართველოს მასშტაბით ჩატარებული ინგლისურენოვანი, ინტელექტუალური შეჯიბრის ,,Quidditch“-ს ფინალური ტურის გამარჯვებულები გახდნენ. ფინალური ტური 1 აპრილს გაიმართა. მასში ნახევარფინალური ტურის გამარჯვებული 3 გუნდი ( ბათუმი, თბილისი და ქუთაისი) მონაწილეობდა, რომელთა შორისაც იყო კადეტთა გუნდი, შემდეგი შემადგენლობით: ნიკოლოზ მერლანი, გოჩა გულუა, საბა მომცელიძე, კონსტანტინე მექვაბიძე და გოდერძი გადელია (მასწავლებელი იზაბელა კილასონია). ფინალური ტური საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, გუნდებმა ერთმანეთს ღირსეული მეტოქეობა გაუწიეს. მთელი თამაშის მანძილზე მოწინააღმდეგებს შორის თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. თანმაშის ბედი ბოლო შეკითხვამ გადაწყვიტა, რომელმაც კადეტებს 5 ქულა და გამარჯვება მოუტანა. კადეტთა გუნდი სპეციალური პრიზით, წევრები კი დიპლომებითა და ლეპტოპებით დაჯილდოვდნენ. ლიცეუმში ,,Quidditch“-ს თამაშს ფასილიტაციას უწევდა ინგლისური ენის მასწავლებელი ინდირა კოსტავა. ინტელექტუალური შეჯიბრი “Quidditch Competition” კომპანიების „ინგლისური წიგნი საქართველოში“ და “Macmillan Education” ორგანიზებით უკვე მეორედ გაიმართა.

ფოტო გალერეა