ინტელექტუალური თამაში 07/20/2018 12:00 AM

   რობოტექნიკის ბანაკში ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?“ გაიმართა. თამაშს ბანაკის პროგრამული მენეჯერი თედო ტაკიძე უძღვებოდა. გამარჯვებულის ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთს 12 გუნდი დაუპირისპირდა. თამაში საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. მთელი თამაშის მანძილზე ლიდერობას მეშვიდე, მერვე და მეათე გუნდები ინარჩუნებდნენ. საბოლოოდ თამაშის ბედი ბოლო, მეთოთხმეტე შეკითხვამ გადაწყვიტა, რომელმაც მეათე გუნდს გამარჯვება მოუტანა. გამარჯვებული გუნდის წევრები სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ფოტო გალერეა

ვიდეო