ინტელექტუალური თამაში-"რა?, სად?,როდის?" 05/03/2022 3:34 PM

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ინტელექტუალური თამაში „რა?სად?როდის? გაიმართა.
თამაშში პირველი სასწავლო კურსის მეოთხე სასწავლო ჯგუფის კადეტებისაგან შემდგარი ოთხი გუნდი მონაწილეობდა. მონაწილეებს ლოგიკური მსჯელობით წინასწარ დაანონსებულ ქართველ და უცხოელ ავტორთა რამდენიმე ნაწარმოებიდან შედგენილ კითხვებზე ზუსტი პასუხები უნდა გაეცათ.
თამაში საინტერესოდ წარიმართა, გუნდები ერთმანეთს თანაბარ კონკურენციას უწევდნენ. მონაწილეებს სულ 30 შეკითხვაზე მოუწიათ პასუხის გაცემა. საბოლოოდ გამარჯვება მეორე გუნდმა მოიპოვა.
ინტელექტუალურ თამაშს პირველი სასწავლო კურსის მეოთხე სასწავლო ჯგუფის დამრიგებელი, მასწავლებელი ნინო დანგაძე უძღვებოდა.
ლიცეუმში სასწავლო წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს „რა, სად,როდის“ თამაშები. ფინალური თამაშის ჩატარებამდე შესარჩევი ტურები მიმდინარეობს როგორც სასწავლო ჯგუფის შიგნით, ასევე სასწავლო ჯგუფებსა და სასწავლო კურსებს შორის.
ინტელექტუალური თამაშების ხელმძღვანელია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლალი ლარცულიანი.
 
ფოტო გალერეა